არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ბედნიერების მინისტრი ჰყავს

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ- მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტოუმმა 10 თებერვალს საზოგადოებას სოციალურ ქსელ ტვიტერიდან ამცნო, რომ მალე მათ ბედნიერების მინისტრი ეყოლებათ,- ინფორმაციას პრემიერზე დაყრდნობით pravda.ru ავრცელებს.12746224_1129621723749337_366526595_n
აღნიშნულ თანამდებობას, სავარაუდოდ, 22 წლის ოჰუდ ალ რუმი დაიკავებს. შეიხ მუჰამედის თქმით, ბედნიერება უფრო მეტია, ვიდრე სურვილი და ის გეგმებით, პროექტებითა და პროგრამებით იქმნება. სწორედ ამიტომ აირჩიეს ამ პოსტისთვის ოჰუდ ალ რუმი, ის ახალგაზრდებთან ურთიერთობებისთვის ახალ გზას გამონახავს და ნავთობით მდიდარი ქვეყნის მთავრობას თანამედროვე აზროვნებით გაამრავალფეროვნებს.
“ახალი მინისტრი მომავალზე, ახალგაზრდების განვითარებაზე, განათლებაზე, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასა და ბედნიერებაზე იქნება ორიენტირებული”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების 29-წევრიან მინისტრთა კაბინეტში 7 ქალია.

კომენტარები

სხვა სიახლეები