49 წლის კინოვარსკვლავმა სელმა ჰაიკმა ფილმის – „მთვრალი მშობლების“ გადაღებებზე თავის ტრავმა მიიღო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მსახიობის თქმით, ტრავმა მსუბუქი იყო.
მსახიობი კლინიკიდან გადასაღებ მოედანზე ე.წ. ფუტბოლკაში გამოწყობილი დააბრუნეს.
„იძულებული გავხდი, გადაღების პროცესი მიმეტოვებინა და თავის ტრავმის გამო საავადმყოფოში წავსულიყავი. სამწუხაროდ, ჩემი სცენური სამოსი უადგილო იყო ჰოსპიტალისთვის. მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დახმარება გამიწიეს და ასე იზრუნეს ჩემზე. ნუ ღელავთ, ტრავმას იმაზე გიჟი არ გავუხდივარ, ვიდრე აქამდე ვიყავი,“- განაცხადა სელმა ჰაიკმა .
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები