ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი შემოდგომაზე დაქორწინებას გეგმავენ

უცხოურმა მედისაშუალებებმა რამდენიმე დღის წინ ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის დაშორების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წყვილი არათუ დაშორებას არ აპირებს, პირიქით, შემოდგომაზე დაქორწინებას გეგმავენ.
ინტერნეტში ბევრი იწერებოდა იმაზე, რომ შეიკს კუპერის დედასთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჭორადვე დარჩა და წყვილს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
პაპარაცებმა წყვილი 3 თებერვალს ნიუ-იორკში, მსახიობ ჯონა ჰილისთან ერთად, რესტორანში შენიშნეს.
უცხოური მედია რესტორნის თანამშრომლის კომენტარზე დაყრდნობით წერს რომ წყვილი დაქორწინებას გეგმავს.
,,ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ვახშმობის დროს თბილად ეხუტებოდნენ ერთმანეთს. სამივე შესანიშნავ გუნებაზე იყო. წყვილმა ვახშმობისას ჯონას შეატყობინა, რომ შემოდგომისთვის დაქორწინებას აპირებენ”, – აცხადებს რესტორნის თანამშრომელი, რომლის ვინაობასაც მედია არ აკონკრეტებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები