ვარსკვლავები ასაკის მატებას ძნელად ურიგდებიან და მზად არიან, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად დანის ქვეშაც კი დაწვნენ. გამონაკლისი არც ჰოლივუდის ვარსკვლავი ქეთრინ ზეტა ჯონსი აღმოჩნდა.
46 წლის ზეტა ჯონსმა აღიარა, რომ ასაკთან შერიგებას არ აპირებს და, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, პლასტიკურ ოპერაციასაც მიმართოს, რომ ახალგაზრდობა და სილამაზე შეინარჩუნოს.
„მე ამ დრომდე არასდროს მისარგებლია პლასტიკური ქირურგიით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჯერ არ მისარგებლია. ეს მხოლოდ დროის საკითხია. როდესაც ვიგრძნობ, რომ ახალგაზრდობას ვკარგავ, აუცილებლად გავიკეთებ ოპერაციას“,- განაცხადა ქეთრინ ზეტა ჯონსმა.
ზეტა ჯონსი უკვე 16 წელია ჰოლივუდის ვარსკვლავის, მაიკ დუგლასის ცოლია. წყვილის ურთიერთობაში ბევრი სკანდალი ყოფილა, მაგრამ მათ, საბოლოო ჯამში, სიყვარულის და ოჯახის შენარჩუნება მაინც მოახერხეს.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები