51 წლის მონიკა ბელუჩიმ მამაკაცების ჟურნალისთვის იპოზიორა – მსახიობმა ლამაზი სხეულის საიდუმლო გაამხილა
იტალიელი ულამაზესი მსახიობი მონიკა ბელუჩი, ასაკის მიუხედავად, დღემდე ყველას ულამაზესი სხეულით აოცებს. მან ახლახან მამაკაცების ჟურნალ LUI magazine-ისთვის იპოზიორა. ფოტოსესიაზე ლამაზმანს გრძელი კაბები და ბადე-პიჯაკი ეცვა.
მონიკას შიშველ სხეულს გამჭვირვალე ქსოვილი უფარავდა. მსახიობმა ჟურნალისტებთან სხეულის ფორმების შენარჩუნების შესახებაც ისაუბრა და ქალებს რამდენიმე რჩევაც მისცა.
„მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც დილის 6 საათზე დგებიან იმისთვის, რომ სატრენაჟორო დარბაზში გაიქცნენ. ჩემთვის ბევრად იოლია გადაღებების წინ რამდენიმე დღით ადრე თავი შევიკავო მაკარონისგან და ეს საკმარისია. სიმართლე გითხრათ, მაკარონის და ტორტების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ხანდახან თავს ვაძლევ უფლებას, ერთი ჭიქა წითელი ღვინო დავლიო და სიგარეტიც მოვწიო. ჩემი რჩევა იქნება, რომ კარგად იკვებოთ, დალიოთ, ხშირად დაკავდეთ სექსით და ხშირად იცინოთ. დანარჩენი ყველაფერი კი, თავის დროზე მოვა“, – განაცხადა მონიკა ბელუჩიმ.