მოსკოვში მცხოვრებ ქართველ კომპოზიტორს, კონსტანტინე მელაძეს კიევის სოლომენსკის რაიონში საღამოს საათებში 5 მილიონ რუბლად შეფასებული მანქანა მოპარეს. როგორც Эспрессо.TV იტყობინება, კონსტანტინე მელაძის მანქანა, 2013 წელს გამოშვებული ავტომობილი Lexus LX 570 კინოთეატრ „სპუტნიკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარეს. სამართალდამცავები ამ დროისთვის გატაცებულ მანქანას ეძებენ.