შოკოლადის პუდინგი

ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი – 170 გრ.
კარაქი -120 გრ.
კვერცხი -3 ცალი,
შაქარი -80 გრ.
მწიკვი მარილი,
დაჭრილი ნუში.
მომზადების წესი: კარაქი და შოკოლადი ორთქლზე გავადნოთ. პარალელურად მიქსერით კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ. შემდეგ ეს ორი მასა ნაზად ერთმანეთს შევურიოთ. პატარა ცეცხლგამძლე ფორმებს კარაქი წავუსვათ (ან ერთ დიდ ფორმას), რომ შემდეგ იქ მომზადებული მასა ჩავასხათ.
შევდგათ ღუმელში 190 გრადუსზე (15 წუთი). გამოღებულ პუდინგს თავი ოდნავ მომწვარი უნდა ჰქონდეს, ხოლო შუაგულში თხევადი დაჭრილი ნუში მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები