ინგრედიენტები: ხაჭო – 300 გრ, არაჟანი – 1 ქილა, ქინძი, ნიორი – 2 კბილი, ყვითელი ბულგარული წიწაკა – 4 ცალი.
მომზადების წესი: ხაჭოს არაჟანი შევურიოთ. შემდეგ წვრილად დაჭრილი ნიორი და ქინძი დავუმატოთ და ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ, შიგთავსი გამოვაცალოთ და სანაცვლოდ მიღებული ხაჭოს მასა მოვათავსოთ. სურვილისამებრ, შეგვიძლია სიგრძეზე დაჭრილი კიტრითა და სალათის ფურცლებით გავაფორმოთ.