მშობიარობა წმინდა პეტრეს მოედანზე – რუმინელმა უსახლკარომ გოგონა გააჩინა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რუმინელმა უსახლკარო ქალბატონმა პირდაპირ ღია ცის ქვეშ იმშობიარა. მას დახმარება ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა აღმოუჩინეს.
ვატიკანმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის ახალშობილის დედა და ჩვილი ერთი წლის განმავლობაში შეიფაროს. თავშესაფარს მათ მონაზვნების კელიაში მიუჩენენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუმინელი ქალბატონი დაახლოებით 35 წლის არის.
ვატიკანის სპიკერის ფედერიკო ლომბარდის ცნობით, ის უსახლკარო იყო და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით დიდი ხანია სარგებლობდა. მას შემდეგ რაც რუმინელი ქალბატონის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია შეიტყვეს, დედა ტერეზას მოწყალების დებმა თავშესაფარში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მან ამ წინადადებაზე რამდენიმეჯერ განაცხადა უარი.
ქალბატონს გოგონა შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
„ჩვენ ვლოცულობთ მათთვის“, – განუცხადა პრესას ფედერიკო ლომბარდიმ და დასძინა, რომ ჩვილს ვატიკანის მოქალაქეობას მიანიჭებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები