ამერიკის შეერთებულ შტატებში დამნაშავემ, რომელიც იძებნებოდა, პოლიცია საკუთარ კვალზე თავად გაიყვანა. შედეგად ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხანძრის გაჩენაში, ვანდალიზმსა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში ბრალდებულმა პირმა საკუთარი თავი კრიმინალური პოლიციის გვერდზე ნახა, სადაც მასზე ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული და ოფიციალური ძებნა მიმდინარეობდა.
ეჭვმიტანილ დონალდ პიუს მოეჩვენა, რომ სურათზე მსუქნად გამოიყურებოდა. ამის გამოსასწორებლად მან სადღესასწაულო კოსტიუმი ჩაიცვა, სათვალე გაიკეთა და სელფი გადაიღო. მოგვიანებით ეს ფოტო პოლიციაში გადააგზავნა წარწერით: „ეს ფოტო ბევრად უკეთესია“. პოლიციამ ფოტოს მიწოდებისთვის მას მადლობა გადაუხადა, თუმცა გზავნილის მეშვეობით მისი ადგილსამყოფელი იოლად დაადგინეს.
დონალდ პიუ მხოლოდ ამას არ დასჯერდა. ამ მოვლენიდან მალევე მას რადიოინტერვიუ ჰქონდა, სადაც ასევე თავისი ფოტოს შესახებ წუწუნებდა. მან ჟურნალისტს განუცხადა, რომ ფოტოზე, რომელიც პოლიციამ გამოაქვეყნა, ის გიგანტი ჩანდა. რადიოეთერი პოლიციას არ გამოპარვია და ინტერვიუდან მალევე სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი შეიპყრეს.
სხვა სიახლეები