ბრიტანელი სპერმის დონორი რეკორდს ამყარებს

ბრიტანელი საიმონ უოტსონი ირწმუნება, რომ უკვე 800 ბავშვის მამაა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ის გეგმავს, რიცხვი 1000-მდე გაზარდოს. სპერმის დონორის თქმით, ის კვირაში საშუალოდ ერთი ბავშვის მამა ხდება. უოტსონის განცხადებით, ქალები უკვე ერიდებიან ძვირად ღირებული ხელოვნური განაყოფიერების კლინიკებში გაკეთებას და ამჯობინებენ, არალიცენზირებული დონორები გამოიყენონ. თუმცა ექსპერტები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ სპერმის ასეთი ფორმით მიღების შემთხვევაში ქალები დაცულები არ არიან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. რისკს შეიცავს ასევე ისიც, რომ შესაძლოა, გენეტიკურად სპერმის მფლობელი რაიმე დაავადების მატარებელი აღმოჩნდეს და მომავალში შვილს გადაეცეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები