“არ მჯერა, სიზმარში ვარ და ხვალ გავიღვიძებ!“- ბარბარა სამხარაძის პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ – ვიდეო

„ნიჭიერში ” გამარჯვების შემდეგ ბარბარე სამხარაძემ პირველ ემოციებზე „რუსთავი 2″-ის დილის გადაცემაში ისაუბრა: “ერთადერთი, რასაც სცენაზე იმ მომენტში ვგრძნობდი, იყო ის, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. ეს იყო საოცარი შეგრძნება, ასეთი რამ პირველად ვნახე – ყველა კონკურსანტი მეუბნებოდა: “ჩემებს ვუთხარი, მე არ დამირეკონ, შენ დაგირეკონო. ჩემზე ძალიან, მგონი, მათ გაუხარდათ, ამისთვის დიდი მადლობა მათ”.

ქვეყნის ყველაზე “ნიჭიერის” ტიტულის გარდა, ბარბარამ თბილისში 3-ოთახიანი ბინა, “მიცუბიშის” მარკის ავტომობილი, 5000-ლარიანი ვაუჩერი და პრაღაში, ელტონ ჯონის კონცერტზე ორკაციანი საგზური მიიღო.

“არ მჯერა, სიზმარში ვარ და ხვალ გავიღვიძებ! მეტყობა, რომ ველოდი? მგონი, ჩემ გარდა ყველა ელოდა. მადლობა ყველას! ცხოვრება ახლა დავიწყე”, – აცხადებს ბარბარა.

15 წლის ლაგოდეხელმა ბარბარა სამხარაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ბარბარა მომღერლის კარიერის გაგრძელებას აპირებს.

რაც შეეხება ელტონ ჯონის კონცერტს, გოგონა პრაღაში გამგზავრებას დასთან ერთად აპირებს.

“სიმღერას თავი არ უნდა დავანებო. ხალხმა იმხელა მხარდაჭერა გამოხატა, რომ ჩემი დიდი შეცდომა და ხალხის ღალატი იქნება, რომ მომღერლობა არ გავაგრძელო”.

ბარბარა სამსახაძეს მაყურებელთა შემოსული ზარების 49 პროცენტმა, თითქმის 60 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=sMfmQwAw9d8&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები