„დიორის“ ქსელის მოსკოვის წარმომადგენლობამ „გაზპრომის“ დამლაგებლისთვის მოპარული ხელჩანთა 2 მილიონ რუბლად შეაფასა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჩანთა ლურჯი და შავი ნიანგის ტყავის კომბინირებული ვარიანტია და ვერცხლით არის გაწყობილი. მოდელი „დიორის“ სახლმა 2015 წელს, პარიზში შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე წარმოადგინა. ჩანთის შეძენა მხოლოდ „დიორის“ ბუტიკებშია შესაძლებელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩანთა ამჟამად „დიორის“ მოსკოვის ბუტიკში არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ქურდები სწორედ ამ ჩანთაზე ნადირობდნენ.
შეგახსენებთ, რომ „გაზპრომის“ 44 წლის დამლაგებელმა ქალმა მანქანა Mitsubishi Outlander-ი ბიზნესცენტრის “რუმიანცევოს” ავტოსადგომზე გააჩერა და ადგილზე სამ წუთში დაბრუნდა. დაბრუნებისას მან აღმოაჩინა, რომ ჯიპის კარი ღია იყო და გაქრა სალონში დატოვებული დიორის ჩანთა, საბანკო ბარათები და დოკუმენტები.