საერთაშორისო ფოტობანკებმა Getty–მ , AllOverPress–მა და Splash–მა ინტერნეტში აქამდე გამოუქვეყნებელი ანჯელინა ჯოლის ფოტოები გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით თამამ ფოტოსესიაში ანჯელინამ მონაწილეობა 20 წლის ასაკში მიიღო. ეს ფოტოსესია კინოფილმ „ჰაკერების“ პრომოკამპანიას წარმოადგენდა, რომელშიც ანჯელინამ 1995 წელს ქალის მთავარი როლი შეასრულა. „ჰაკერებში“ ასევე თამაშობდა ჯონი ლი მილერიც, რომელიც ანჯელინას პირველი ქმარი გახლდათ ( მსახიობები ამ ფილმის დასრულებისთნავე დაქორწინდნენ). ორივე შემსრულებლისთვის ეს ფილმი თავიანთ კარიერაში პირველი მთავარი როლის მომტანი იყო. მიზეზი იმისა თუ რატომ არ გამოქვეყნდა ანჯელინას ფოტოები 17 წლის მანძილზე ფოტობანკების წარმომადგენლებს არ გაუხმაურებიათ.