10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა მგზავრობისთვის, თანამოაზრეებთან შესახვედრად და მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასასეირნებლად. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ.
კურო
ხვალისთვის გადადეთ მუშაობა და დღევანდელი დღე დასვენებას დაუთმეთ. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, მიირთვით საყვარელი კერძი. ზოგიერთი თავის საბედოს შეხვდება.
ტყუპი
შემოქმედებითი იდეებისა და სასიამოვნო აღმოჩენების დღეა. ნაცნობების წრეში შეიძლება ისეთი ადამიანი აღმოაჩინოთ, რომელთანაც რომანტიკულ ურთიერთობას გააბამთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად და გარდერობის გასაახლებლად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. საღამო მათთან ერთად, მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად; აიყოლიეთ ბავშვებიც. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
ქალწული
კარგი დღეა გარემოს შესაცვლელად და მხიარულებისთვის. აიყოლიეთ მეგობრები და გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. კარგი დღეა მივიწყებულ ადამიანებთან ურთიერთობის აღსადგენად.
სასწორი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. შეიძლება ძველი ვალი დაიბრუნოთ, ლატარიაში მოიგოთ ან ძვირფასი ნივთი იპოვოთ. საღამოს მოსალოდნელია არაორდინალური ადამიანის გაცნობა.
მორიელი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაგროვილ საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმიანობას. დღეს საინტერესო ადამიანს შეხვდებით, რომელიც თქვენს ცხოვრებას სასიამოვნოდ შეცვლის.
მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთებს სიურპრიზები ელით. კარი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.
თხის რქა
ახლობლების დახმარებით ყველა საქმეს მარტივად გაუმკლავდებით. მეტი დრო დაუთმეთ პირად ცხოვრებას; გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
მერწყული
შეეხმიანეთ ნათესავებს, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. შინ მოიპატიჟეთ ან თავად ეწვიეთ. სიყვარულისა და ურთიერთგაგების დღეა. ახლობლების დახმარებით ახალ სამსახურს იშოვით.
თევზები
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგი დღეა ქალაქგარეთ სამგზავრებლად; ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები