დოლჩე და გაბანას ახალი ხაზი მუსლიმანებისთვის (ფოტოკოლაჟი)

დოლჩე და გაბანა-ს თითოეული კოლექცია თავისებურია მათი სოციალური ფესვებისა და იტალიური ღირებულებებისა.

ბრენდის ნივთები ძალიან პოპულარულია იტალიის საზღვრებს გარეთ და დიზაინერები არაერთხელ შეხებიან სხვა კულტურის მემკვიდრეობას (მაგალითისთვის ავიღოთ მოსკოვისათვის მიძღვნილი კოლექცია, რომელიც დოლჩე და გაბანამ გამოუშვა მოსკოვის ცენტრში გახსნილი ბუტიკისათვის) ამჯერად, დიზაინერების შეხედულება მიმართულია აღმოსავლეთისაკენ, რომელიც წარმოადგენს ყველაზე შემოსავლიან სეგმენტს მოდის ბაზარზე. დოლჩე და გაბანა-ს ახალი ხაზი მთლიანად შედგება ტრადიციული, მუსლიმანური სამოსისაგან. აბაია, რომელიც ფარავს ყველაფერს სახის, ტერფის და ხელის გარდა. ამ კოლექციაში აღსანიშნავია მკვეთრი აქსესუარები: დიდი ზომის ბეჭდები, სამაჯურები, დეკორირებული სათვალეები და ჩანთები, ასევე, აღსანიშნავია, ქსოვილის ხარისხი- შავი მაქმანი და ქსოვილი მკვეთრი ფერების პრინტებით.

ახალი კოლექციის სახე გახდა პაკისტანურ- მაროკოულ წარმოშობის მოდელი მარია იდრისი, რომელსაც მსოფლიო აღიარება მოუტანა H&M -ის სარეკლამო კლიპში გადაღებამ. ამ ხაზის ნივთების შეძენა შესაძლებელია იანვრიდან- შუა აღმოსავლეთის. ლონდონის და პარიზის ბუტიკებში.

კომენტარები

სხვა სიახლეები