ჟანა ფრისკეს ოჯახის ირგვლივ სკანდალი გრძელდება

მომღერალ ჟანა ფრისკეს გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელისა და ოჯახის ირგვლივ სკანდალები არ ილევა. მას შემდეგ, რაც მომღერალი კიბოთი გარდაიცვალა, მის მამასა და ქმარს შორის დაპირისპირება აქტიურ ფაზაში შევიდა.
ფრისკეს მამა, ვლადიმერ ბორისოვიჩი, სიძეს შვილიშვილის გამო დაუპირისპირდა. იგი ჩიოდა, რომ სიძე მას ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა. ამჯერად კი, როგორც ჩანს, ვლადიმერ ბორისოვიჩი ჟანას საუკეთესო მეგობარზე, ოლგა ორლოვაზე ჩივის და აცხადებს, რომ ჟანას საუკეთესო მეგობრად წოდებული ოლგა ორლოვა არასდროს ყოფილა ჟანას საფლავზე. ჟანას მამასა და ქმარს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება და მიზეზი ისევ ბავშვია, თუმცა, ახლა რუსულმა ტაბლოიდებმა ოლგა ორლოვას დაუთმეს ტრიბუნა.
“ეს ყველაფერი სიცრუეა, – პასუხობს მეგობრის მამის ბრალდებებს ოლგა, – ვლადიმერ ბორისოვიჩი მუდმივად სტრესის ქვეშაა, ყველა ადამიანი თავისებურად გადის სტრესულ მდგომარეობას და ყველას რაღაც ძალა შესწევს, გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, მას ძალიან უჭირს ამხელა სტრესის გადატანა. არ მინდა ამ სიტუაციის კომენტირება, რადგან ჩემთვის უპირველესია ჟანას სიყვარული და მისი ოჯახის პატივისცემა. მე ძალიან მიყვარს ჟანას ოჯახი, ძალიან მიყვარს ვლადიმერ ბორისოვიჩი, მისი მეუღლე, დეიდა ოლია, ძალიან მიყვარს ნატაშა, მთელ ოჯახს სიყვარულითა და გაგებით ვეკიდები”.

კომენტარები

სხვა სიახლეები