საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი გაფრინდაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც იგი იმ ბიჭის ამბავს ყვება, რომელსაც მშობლები მძიმედ ავად ჰყავს. ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კი, ამ ბიჭს თავისი ხელფასიდან ყოველთვიურად ურიცხავს თანხას.
“ერთი საოცარი ბიჭია, მძიმედ ავად ჰყავს მშობლები. კახის ხელფასიდან ყოველთვიურად ვურიცხავთ თანხას და დღეს ეს მომწერა: “საღამო მშვიდობის, ბატონო ირაკლი, ბოდიშს გიხდით, გაწუხებთ. ბატონი პრემიერი რომ გადადგა, ბატონი კახაც ხომ არ ითვლება მინისტრად და ის დახმარება მაინც ჩაირიცხება?”
ირაკლი გაფრინდაშვილი კი მას პასუხობს, რომ აუცილებლად მიიღებს მინისტრისგან დახმარებას.
“P.S. ეს ყველასთვის, ჩვენთვის, ვინც სისულელეებზე ვნერვიულობთ”, – წერს ირაკლი გაფრინდაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.