მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, 1941-45 წლებში, აღმოსავლეთის ფრონტზე ბევრი უცხოელი კორესპონდენტი და ფოტოგრაფი მუშაობდა. ნამდვილად პატივსაცემია ადამიანი, რომელიც პროფესიისა და საქმის ერთგული რჩება და არ ტოვებს იმ სამუშაო ადგილს, რომელიც მისი სიცოცხლისთვის სახიფათოა. ისინი რჩებიან მოვლენათა ეპიცენტრში და ასახავენ რეალობას, რომელიც იმ დღეებში მათ გარშემო ხდება.
“კვირა +” გთავაზობთ 24 ფოტოს, რომელიც აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში.
1.სამი პარტიზანი ქალი
2. ბომბი ეცემა სტალინგრადს
3. გერმანელი ტყვე საბჭოთა კავშირში, 1943 წლის თებერვალი
4. გერმანელების ჯარმა ამ ბავშვების მშობლები ტყვედ აიყვანა, მას შემდეგ, რაც მათი სახლებიც გაანადგურეს. 1942 წლის მიწურული
5. მტრების თვალები
6. კაზაკების ქვედანაყოფის მეთაური თავისი ფორმირებების გადაადგილებას აკვირდება, ხარკოვის ოლქი
7. საბჭოთა ქალი გერმანელ ტყვეებს ემუქრება. საბჭოთა კავშირი, 1944 წლის 14 თებერვალი
8. 15 წლის ატირებული გერმანელი ჯარისკაცი, რომელმაც საბჭოთა არმიის მიერ გერმანიის აღების შესახებ შეიტყო
9. მე-60 არმია, ჯარისკაცები, მათ შორის არის 2 ქალი. მიემართებიან ოდესის ერთ-ერთ ქუჩაზე. 1944 წლის აპრილი
10. ცხენი ნანგრევებს შორის. სტალინგრადი, 1942 წლის დეკემბერი
11. რუსი ქალი და მისი ცეცხლმოკიდებული სახლი. 1942 წელი
12. გერმანელი სანგარში. 1944 წლის იანვარი
13. საბჭოთა მეზარბაზნეები მდინარეზე გადასვლის დროს, ბალტიისპირეთის ფრონტთან ახლოს, 1945 წლის იანვარი
14. აშშ-ის არმიის კაპრალი. კალიფორნიის შტატი, 1944 წლის 27 მარტი
15. საბჭოთა ჯარისკაცები სახლის სახურავზე, სტალინგრადი, 1943 წლის იანვარი
16. ნატანჯი 18 წლის რუსი გოგონა, საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლების დღეს, 1945 წელი
17. გერმანელი ჯარისკაცი კლავს უკრაინელ ებრაელს, ვინიცაში, მასობრივი დახვრეტის დროს, 1941-1943 წწ.
18. საკონცენტრაციო ბანაკებში “სამეცნიერო” ექსპერიმენტებისათვის დატყვევებულები, ავსტრია, 7 მაისი, 1945 წელი
19. გადარჩენილი რუსი ჯარისკაცი ტიურინგის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი დარაჯის ამოცნობის პროცესში. დარაჯი, რომელიც სასტიკად აწამებდა ტყვეებს. 14 აპრილი, 1945 წ. გერმანია
20. ოსვენციმის 14 წლის პოლონელი ტყვე გოგონა, ჩესლავა კვოკა
21. გერმანელი დედა შვილს თვალებზე აფარებს ხელს. მათ 57 რუსი ჯარისკაცის ცხედარს ჩაუარეს გვერდი. 1945 წლის მაისი
22. გამარჯვების დღე წითელ მოედანზე
23. დრეზდენი დაბომბვის შემდეგ, 1945 წლის 13-14 თებერვალი
24. აშშ-ის ჯარისკაცები და საბჭოთა ოფიცრები ელბაზე მეგობრული შეხვედრის დროს, 1945 წლის აპრილი