27 წლის მომღერლის ბიუჯეტმა 76 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
2014 წელს ადელს თითქმის არც უმუშავია, მთელ დროს თავის პატარა შვილს უთმობდა. თუმცა, მან ამ ხნის განმავლობაში საგრძნობი თანხა, 26 მილიონი დოლარი, გამოიმუშავა.
ოფიციალური ვერსიით, ადელის შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ 70 000 დოლარს შეადგენდა.
ადელის შემოსავალი, 4 თუ 5 წლის წინ, ორი ალბომის გამოშვებამ განაპირობა. გამოშვებული ალბომები დღესაც აქტიურად იყიდება. მომღერლის კომპანია Melted Stone Limited 38,5 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ხოლო, მისი ბიუჯეტი 76 მილიონ დოლარს აჭარბებს, რის გამოც დიდი ბრიტანეთის 30 წლამდე ასაკის ქალებში მომღერალი ყველაზე მდიდარია.
სხვა სიახლეები