ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ახალი სკანდალი მწიფდება. ამერიკულმა ტაბლოიდებმა პრინც ჰარის და ქეით მიდლტონის უმცროსი დის რომანის შესახებ შეიტყვეს.
Radar Online-ის ინფორმაციით, 31 წლის ჰარი და 32 წლის პიპა უკვე სამი თვეა, ერთმანეთს ხვდებიან.
ჰარის და პიპას რომანის დაწყების მცდელობა 2011 წელს, ქეითის და უილიამის ქორწილზე ჰქონდათ. მაშინ ბევრმა დაინახა, რომ ჰარი პიპას ეფლირტავებოდა. ამბობენ, რომ ქეითმა მათ აბაზანაშიც კი შეუსწრო მეტად პიკანტურ სიტუაციაში.
მომხდარმა თურმე ქეით მიდლტონზე ისე უარყოფითად იმოქმედა, რომ პიპამ პრინცთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა. მაგრამ ოთხი წლის შემდეგ რომანი განახლდა. ინიციატივა ქალმა გამოხატა, თუმცა არც ჰარი იყო წინააღმდეგი და მან პიპას პაემანი დაუნიშნა. ახლა ჰარი და პიპა სერიოზულ ურთიერთობებზე ფიქრობენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, ნათესავები ამ პერსპექტივით აღფრთოვანებულები ნამდვილად არ არიან. თუმცა, როგორც ჩანს, ჰარის და პიპას ურთიერთობამ უკვე ძალიან სერიოზული სახე მიიღო.