ტორონტოში სექსუალური სანტა-კლაუსი გამოჩნდა (ფოტო,ვიდეო)

 

კანადის ქალაქ ტორონტოს სავაჭრო ცენტრმა Yorkdale-მა გადაწყვიტა კლიენტები უჩვეულო სანტა-კლაუსით მიეზიდა. სანტა – კლაუსის როლში მოდელი პოლ მეისონი გამოვიდა, რომელსაც არა წითელი ქურთუკი, არამედ მოდური ძვირად ღირებული ტანსაცმელი აცვია. ამის შესახებ გამოცემა Mashable იუწყება.

აქცია Fashion Santa არა მარტო სარეკლამო ხასიათს ატარებს. მეისონთან თითოეული სელფის გადაღების მსურველები დაავადებული ბავშვების ფონდში ერთ დოლარს გადარიცხავენ.

პოლ მეისონი სამოდელო ვიზნესში 30 წელზე მეტია მუშაობს. ის DKNY და Dolce & Gabbana-ს სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობდა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=OqZWjt5kQ_Q&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები