ერთ წამში მათ სამივე შვილი დაკარგეს…

სულ ერთმა წამმა მათი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მას მერე ამ ამერიკული ოჯახის ამბავი გაიყო ორ ეტაპად – ავარიამდე და ავარიის შემდეგ. იმ დღეს პატარა კაილის დაბადების დღე ჰქონდა – 5 წლის გახდა. დედასთან, ბებიასა და უმცროს დებთან – 4 წლის ემასა და 2 წლის კეტისთან ერთად ატრაქციონების პარკში გაემგზავრა. უკან მინივენით ბრუნდებოდნენ, ნაცნობ გზაზე. არაერთხელ გაუვლიათ ეს გზა, მაგრამ სწორედ იმ დღეს მოხდა ტრაგედია.
გზა უშველებელმა ტრაილერმა გადაუღობათ, რომელიც მანქანას შეეჯახა  და ერთდროულად სამივე პატარის სიცოცხლე იმსხვერპლა. სასწაულებრივად გადარჩნენ დედა და ბებია. დღემდე ვერ ხვდებიან, როგორ მოხდა ეს… გოგონები ადგილზე დაიღუპნენ, კაილის სიცოცხლისთვის კი მცირე ხანს სასწრაფოს ექიმები იბრძოდნენ…

თუმცა ამ საზარელმა დანაკარგმა მშობლები ვერ გატეხა. როცა ტკივილი ოდნავ გაუნელდათ, გადაწყვიტეს, რომ სხვა ოჯახებს უნდა დახმარებოდნენ – ვისაც მოუწია მსგავსი ტრაგედიის გატანა. კრისმა და ლოურიმ დაიწყეს ასევე აქტიური მუშაობა, რათა დიდი მანქანების, ტრაილერების უსაფრთხოების სტანდარტებში ცვლილებები შეეტანათ, რადგან ამ უშველებელ მანქანებს არაერთი ტრაგედია დაუტრიალებიათ ბევრ ქვეყანაში.
ზუსტად ერთი წელი გავიდა ამ ამბების მერე, რომ წყვილი გააოგნა ახალმა ამბავმა – ლოური ორსულად იყო… სამ ტყუპზე – ორ გოგონასა და ერთ ვაჟზე. ამ დაუჯერებელმა ამბავმა მათ სიცოცხლის ძალები გაუორმაგა. მათი სახლი ხომ ისევ აივსებოდა ბავშვური სიცილითა და სიხარულით…

დღეს წყვილს სამი პატარა ჰყავს და ცხოვრება თავიდან დაიწყო.

წყარო:mshoblebi.ge

laura 20101022-tows-coble-memories-video-640x360

კომენტარები

სხვა სიახლეები