ფენქეიქები კაკაოთი

 

ინგრედიენტები:
ბანანი -1 ცალი,
კვერცხი -1 ცალი,
ზეითუნის ზეთი,
ფქვილი -1 ჭ.
შაქარი- 1 ს.კ.
სოდა – 2 ჩ/კ.
მარილი – ½ ჩ/ კ.
კაკაო – 3-4 ს/კ.
დარიჩინი – 1 ჩ.კ.
რძე -1 ჭ.
ათქვეფილი ნაღები – გასაფორმებლად.

მომზადების წესი: ჯამში ფქვილი, შაქარი, სოდა, მარილი და დარიჩინი ერთმანეთს შევურიოთ. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ რძე, კვერცხი, ზეთი და კაკაო. შემდეგ მიღებული ორი მასა ერთმანეთს შევურიოთ. ზეთიან ტაფაზე ფენქეიქის ცომი დავასხათ და ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. უკვე მზა ფანქეიქს ნაღები მოვასხათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები