ჰოლივუდის მსახიობები, რომლებსაც პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავთ

 

“კვირა+” გთავაზობთ ჰოლივუდის ყველაზე “ნატურალურ” 9 მსახიობს, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ საკუთარი გარეგნობის გასაუმჯობესებლად ბოტოქსს და, ზოგადად, პლასტიკური ქირურგიის ყოველგვარ ჩარევას.

1. ჯულიანა მური, 55 წლის

LONDON, ENGLAND - NOVEMBER 05: Julianne Moore attends The Hunger Games: Mockingjay Part 2 - UK Premiere at Odeon Leicester Square on November 5, 2015 in London, England. (Photo by Anthony Harvey/Getty Images)
ჰოლივუდის მსახიობს სჯერა ბუნებრივი სილამაზის და ღირსეული სიბერის: “რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ადამიანები პლასტიკური ქირურგიის შემდეგ არ გამოიყურებიან უფრო ახალგაზრდულად, ისინი სხვანაირად გამოიყურებიან”.

2. ჯოდი ფოსტერი, 53 წლის

CENTURY CITY, CA - FEBRUARY 07: Actress/director Jodie Foster attends the 67th Annual Directors Guild Of America Awards at the Hyatt Regency Century Plaza on February 7, 2015 in Century City, California. (Photo by David Buchan/Getty Images)

” არავითარი პლასტიკური ქირურგია! “- კატეგორიულად აცხადებს “ოსკარის” ორგზის ლაურეატი ჯოდი ფოსტერი. იგი ადასტურებს, რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს სდომებია რაიმეს შეცვლა საკუთარ გარეგნობაში: “საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მათთან, ვინც იკეთებს პლასტიკურ ქირურგიას. უბრალოდ, მე მირჩევნია, ჩემს გარშემომყოფებს ვუთხრა, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, ნაცვლად იმისა, წარმოვჩინდე მათ წინაშე ჩემი გარეგნობით”.

2. ჯულია რობერტსი, 48 წლის

LOS ANGELES, CA - JANUARY 25: Actress Julia Roberts attends TNT's 21st Annual Screen Actors Guild Awards at The Shrine Auditorium on January 25, 2015 in Los Angeles, California. (Photo by Dan MacMedan/WireImage)
თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში, მსახიობი 11-ჯერ მოხვდა ჟურნალ People-ის გამოკითხვაში: “მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზი ადამიანი”. მსოფლიო კინოს ლამაზმანმა აღიარა, რომ ერთხელ, ახალგაზრდობაში, მან გაიკეთა ბოტოქსი, თუმცა, ამბობს, რომ მას აღარ სურს მსგავსი გამოცდილების მიღება და იგივეს გამეორება. “მე სამი შვილი მყავს, რომლებიც უნდა ხვდებოდნენ, რა ემოცია მაქვს ამა თუ იმ სიტუაციაში. თქვენი სახე უნდა ყვებოდეს ისტორიას და არა ამტკიცებდეს იმას, რომ ხშირად სტუმრობთ ექიმს”

3. სალმა ჰაიეკი, 49 წლის

CANNES, FRANCE - MAY 16: Actress Salma Hayek onstage during the Variety and UN Women's panel discussion on gender equality at 68th Cannes Film Festival at Radisson Blu on May 16, 2015 in Cannes, France. (Photo by Andreas Rentz/Getty Images for Variety)
დიდებულმა მექსიკელმა ქალმა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის მეუღლემ, სალმა ჰაიეკმა ერთხელ განაცხადა იმისა შესახებ, თუ როგორ აიძულებდნენ ჰოლივუდელი პროდიუსერები მას ბოტოქსის გაკეთებას: “თავდაპირველად, ცდუნება იყო ძალიან დიდი, მაგრამ საბოლოოდ, სასტიკად შევეწინააღმდეგე მათ. ერთი მხრივ, ვფიქრობდი, რა მოუვიდოდა ჩემს კანს და კუნთებს, რომ ეს ყველაფერი გადაგვარდებოდა და დავემსაგვსებოდი ავადმყოფ ადამიანს, ამაზე ფიქრი მზარავდა. ყველა ქალს აქვს უფლება, იბრძოლოს ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. ერთხელაც, პლასტიკური ქირურგია თაობის ერთგვარი უნიფორმა გახდა და შედეგი კი ყოველთვის წარმატებული არ არის.

5. ბრუკ შილდსი, 50 წლის

NEW YORK, NY - FEBRUARY 11: Brooke Shields attends the 2015 amfAR New York Gala at Cipriani Wall Street on February 11, 2015 in New York City. (Photo by Mike Coppola/WireImage)

1980-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალმა, რომელიც ცნობილი გახდა ფილმიდან “ცისფერი ლაგუნა”, განაცხადა, რომ ბოტოქსის წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, სამუდამოდ დაივიწყა პლასტიკური ქირურგიის გზა. ალტერნატივის სახით – ლაზერული ტექნოლოგიები არსებობს, რომლებსაც ნაოჭების ეფექტური გაქრობა შეუძლიათ. ამიტომ ინდუსტრიის პროფესიონალები მსახიობის ამ სიტყვებს ირონიით ხვდებიან და ამბობენ, რომ შილდსმა ფილერები სიბერის ნიშნების დასამალად გამოიყენა.

6. კეიტ უინსლეტი, 40 წლის

LONDON, ENGLAND - APRIL 13: Kate Winslet attends the UK premiere of "A Little Chaos" at ODEON Kensington on April 13, 2015 in London, England. (Photo by Anthony Harvey/Getty Images)

“მე არასდროს დავთმობ! ეს ეწინააღმდეგება ჩემს წარმოდგენას ბუნებრივ სილამაზეზე. მე მსახიობი ვარ და არ მინდა, ჩემი სახე მხოლოდ ერთი გამომეტყველების იყოს”, – აცხადებს მსახიობი.

7. რეიჩელ ვაისი, 45 წლის

CANNES, FRANCE - MAY 20: Actress Rachel Weisz attends a photocall for "Youth" during the 68th annual Cannes Film Festival on May 20, 2015 in Cannes, France. (Photo by Pascal Le Segretain/WireImage)

მსახიობი ღიად ეწინააღმდეგება პლასტიკური ქირურგიის ყოველგვარ ჩარევას: “რას შეიძლება გამოხატავდეს ბოტოქსით გაბერილი სახე? ეს არის რკინის ნიღაბი და არა სახე. ადამიანები, რომლებიც სრულყოფილად და ძალიან იდეალურად გამოიყურებიან, არ შეიძლება სექსუალურები ან განსაკუთრებულად ლამაზები იყვნენ”, – აცხადებს მსახიობი.

8. შერონ სტოუნი, 57 წლის

NEW YORK, NY - NOVEMBER 19: Sharon Stone attends AOL BUILD Series: Sharon Stone, "Agent X" at AOL Studios In New York on November 19, 2015 in New York City. (Photo by Laura Cavanaugh/FilmMagic)

“მგონია, რომ დაბერების ხელოვნება გაძლევს უფლებას, იყო გარკვეულწილად არაიდეალური, მაგრამ შესაძლებელია, იყო სექსუალური და მგრძნობიარე. მე არ ვეწინააღმდეგები პლასტიკურ ქირურგიას, მაგრამ საკუთარი თავის შეცვლა ამ გზით, ჩემი აზრით, ნორმალური არ არის.

9. ჰოლი ბერი, 49 წლის

BEVERLY HILLS, CA - FEBRUARY 19: Actress Halle Berry arrives at the 2nd Annual Unite4:humanity Event at The Beverly Hilton Hotel on February 19, 2015 in Beverly Hills, California. (Photo by Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic)

კიდევ ერთი ცნობილი „ოსკაროსანი“ ქალი, რომლის სილამაზესაც პლასტიკურ ქირურგიას მიაწერენ, თუმცა, ეს ყველაფერი ტყუილია. მსახიობი არავითარ პლასტიკურ ქირურგიას არ მიმართავს ძალიან კარგი გენეტიკის წყალობით.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები