სატაცურის სუპი

ინგრედიენტები:
დაკონსერვებული სატაცური – 2 ქილა,
დაჭრილი ხახვი – ½ ჭ.
ქათმის ბულიონი -1 ჭ.
კარაქი -2 სკ.
ფქვილი -2 ს/კ.
მარილი -1 ჩ/კ.
შავი პილპილი,
რძე -1 ჭ.
არაჟანი -½ ჭ.
ლიმონის წვენი -1 ჩ/კ.
მწვანილი.
მომზადების წესი: ქვაბში შუაზე გაჭრილი სატაცური, დაჭრილი ხახვი და ½ ჭიქა ქათმის ბულიონი ერთმანეთში აურიეთ. თავსახური დაახურეთ და 5-10 წუთი ხარშეთ. შემდეგ თავსახური მოხადეთ და ტემპერატურას მინიმუმამდე დაუწიეთ. 15 წუთის შემდეგ სუპი კარგად დააბლენდერეთ. იგივე ქვაბში საშუალო ცეცხლზე კარაქი გაადნეთ. ფქვილი, მარილი და პილპილი ჩაყარეთ, თან 2-3 წუთის განმავლობაში ურიეთ. მეორე ნახევარი ჭიქა ქათმის ბულიონი დაუმატეთ და ადუღებამდე ურიეთ. მიღებული მასა სატაცურს შეურიეთ და რძე დაუმატეთ. კერძს არაჟანი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. ბოლოს მწვანილი მოაყარეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები