პრეზიდენტის ქალიშვილის და გიგი ჩიჩუას სკანდალური ქორწინების წლისთავი – ”ანამ სკანდალები არ მოაკლო ყვითელ პრესას”…

პირველ დეკემბერს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი და  გიგი ჩიჩუა დაქორწინდნენ. მანამდე კი მოსკოვიდან დაბრუნებულმა ანა მარგველაშვილმა  სკანდალები არ მოაკლო ყვითელ პრესას.
ანა მარგველაშვილის სხვადასხვა ადგილას გადაღებული ფოტოები და ცხოვრების თავისუფალი წესი ინტერნეტსაიტებზე ხშირად ხვდებოდა.
ქვეყნდებოდა ანას კლუბებში გადაღებული სურათები, ვრცელდებოდა ჭორები, რომ მას რამდენიმე მანქანა იცავდა, რათა ჟურნალისტებს ნასვამი არ გამოეჭირათ. დაქორწინების შემდეგ ანა მარგველაშვილის გარშემო სკანდალები არ დამთავრებულა.
ქორწინების შემდეგ კი დაიწერა, რომ ანამ დაოჯახების შემდეგ ბობოქარი ცხოვრება განაგრძო.
”ანა ძალიან ხალისიანი და მეგობრული გოგოა, ის ყოველ ღამეს კლუბებში ატარებს და ერთობა. ასევე უყვარს დალევა და ვერ ეგუება ოჯახს, ვერც მეუღლესთან ატარებს დიდ დროს”,- სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა ერთ- ერთი სააგენტო. ანა ყვითელ პრესაში გავრცელებული ჭორების გამო არ ნერვიულობს და ყოველთვის ხუმრობს ამ თემაზე. ზემოთ ნახსენებ ჭორზეც მან და მისმა მეგობრებმა ბევრი იხალისეს. ”ცემ ხომ გიგის”,- სიცილით წერდნენ წყვილის მეგობრები. ქორწინების ერთი წლისთავი წყვილმა მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. ”გილოცავთ ბამბის წლისთავს”, – აღნიშნავენ სოციალურ ქსელში და წყვილს ერთად კიდევ მრავალი წლის გატარებას უსურვებენ.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები