ხატია ბუნიათიშვილი „ქოლდფლეის“ ახალ ალბომში დაუკრავს

ახლახან მსოფლიოში ცნობილ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა სიახლე, რომელიც ნებისმიერ მელომანს გაახარებს.
როკჯგუფმა „ქოლდფლეიმ“ ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი ახალ ალბომში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია,- აღნიშნული ინფორმაცია ხატია ბუნიათაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ალბომში „Head fool of dreams“ ხატია უამრავ სხვა ცნობილ შემსრულებელთან ერთად გამოჩნდება, მათ შორის იქნებიან: ბიონსე, მერი კლეიტონი, ნოელ გალაჰერი და სხვები.
ინტერნეტში სულ ახლახან გამოჩნდა პოპულარული ჯგუფის ახალი ალბომიდან სიმღერების ამონარიდები. მათ შორისაა კომპოზიცია „კალეიდოსკოპი“, რომლისთვისაც კრის მარტინმა შეარჩია ცნობილი ლექსი „სტუმართა სახლი“, სახელგანთქმული სუფისტი პოეტის, ჯალალედინ რუმის შემოქმედებიდან. ლექსი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში, ქოულმან ბარკსმა თარგმნა ინგლისურ ენაზე.
საგულისხმოა, რომ „კალეიდოსკოპში“ ბარაკ ობამას ხმაც ფიგურირებს, კომპოზიციის ბოლოს მისი ინტერპრეტაციით შესრულებული ცნობილი სიმღერა „Amazing Grace“ აჟღერდება. ზემოხსენებული სიმღერა, როგორც კრიტიკოსები წერენ, ალბომის ნამდვილი მარგალიტია. სასიხარულოა, რომ მის შექმნაში ქართველი პიანისტი მონაწილეობს.

12299793_1084261284952048_464138476_o

კომენტარები

სხვა სიახლეები