სოკოს კრემ-სუპი

 

ინგრედიენტები:
ქამა სოკო – 100 გრ.
ნაღები – 100 გრ.
ხახვი – 70 გრ.
კამა – 10 გრ.
ცხიმი, წყალი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: სოკო და ხახვი დავჭრათ და მაღალ ცეცხლზე 5-7 წუთი მოვთუშოთ. პროცესში ნახევარი ჭიქა წყალი დავამატოთ და ვურიოთ. მიღებული მასა ბლენდერში მოვათავსოთ, ხოლო ათქვეფილი მასა ისევ ტაფაზე დავაბრუნოთ. შემდეგ ნაღები მოვასხათ, დაჭყლეტილი ნივრით, პილპილით, მარილით შევაზავოთ. წამოდუღების შემდეგ თეფშზე გადავიტანოთ და კამით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები