კვენტინ ტარანტინო რეჟისორობას თავს ანებებს,-ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რეჟისორმა თაყვანისმცემლებს გადაწყვეტილების შესახებ მისი ახალი ფილმის – „საზიზღარი რვა“ ეკრანებზე გამოსვლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ამცნო.
თუმცა მანამ, სანამ ტარანტინო რეჟისორობას საბოლოოდ დაემშვიდობება, კიდევ ორი ფილმის გადაღებას გეგმავს.
„საზიზღარი რვა“ – ჩემი მერვე ფილმია. შემდეგ მეცხრე იქნება, ხოლო ამის შემდეგი – უკანასკნელი, მას შემდეგ მე, როგორც რეჟისორი, კარიერას დავასრულებ“, – განაცხადა ტარანტინომ.
ტარანტინოს თქმით, მას შემდეგ, რაც სარეჟისორო საქმიანობას დაასრულებს, ის სხვისი ფილმების პროდიუსერი გახდება. ტარანტინოს ახალი ფილმის – „საზიზღარი რვა“-ს პრემიერა, 2015 წლის 25 დეკემბერს შედგება. მასში მთავარ როლს კურტ რასელი, მაიკლ მედსენი, სემუელ ლ.ჯექსონი და ჩანინგ ტატუმი ასრულებენ.