ტუბა ბუიუკუსტუნის სკანდალური პირადი ცხოვრება

ტუბა ბუიუკუსტუნი მსოფლიოში ცნობილი თურქი მოდელი და მსახიობია. თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ, წარმატებულ და მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება.
ტუბა 1982 წლის 5 ივლისს სტამბოლში დაიბადა. გოგონამ სკოლა წარმატებულად დაასრულა და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. დასრულების შემდეგ დეკორაციებისა და კოსტიუმების მხატვარი გახდა.
საზოგადოების ყურადღება ტუბამ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მიიპყრო. მან კარგად იცოდა მისი ფიზიკური მონაცემების ფასი. ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში მივიდა, სადაც სამსახური მაშინვე შესთავაზეს. მოგვიანებით კონტრაქტი გააფორმა ცნობილ ბრენდებთან –  Molped, Maximum Cart, მალე კომპანიაPantene-ს სახე ხდება. ასე ტუბა საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებდა, რაც მომავალი ინტერესების განხორციელებაში დაეხმარა.
ტუბა სწორედ ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს შენიშნა თურქმა რეჟისორმა ტომრის გირიტლიოღლუმ და სერიალ “სულთან მაკამი”-ში როლი შესთავაზა. სადებიუტო როლს, სხვა წარმატებული როლებიც მოჰყვა. მისით დაინტერესდნენ, ცნობდნენ და თაყვანისმცემელთა რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა.
2007 და 2011 წლებში ახალგაზრდა მსახიობი შემდეგ ნომინაციებში დააჯილდოვეს: “წლის საუკეთესო მსახიობი”; “სერიალის ყველაზე წარმატებული მსახიობი”. მისი ყველაზე წარმატებული როლები კი სერიალ “ასი” -ში და “შენს გულს ჰკითხე”-ში შესრულებული როლებია.
პირადი ცხოვრება
2008 წელს სერიალ “ასის” გადაღებებისას თაყვანისმცემლების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ტუბას მსახიობ მურატ ილდირიმთან რომანი ჰქონდა, რაც სიცრუე აღმოჩნდა. სინამდვილეში ტუბა ფილმის ოპერატორზე – სამი საიდანზე იყო შეყვარებული. მათი რომანი მხოლოდ 2 წელს გაგრძელდა.
2010 წელს სერიალ “გატეხილი გულის” გადაღებებისას ტუბამ მსახიობი ონურ საილაკომი გაიცნო. წყვილმა პარიზში იქორწინა. 2012 წლის იანვარში კი მათ ტყუპი გოგონები – ტოპრაკი და მაიუ შეეძინათ.
ამბობენ, ტუბას ქმართან განშორება სურს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ტუბას არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
საინტერესო ფაქტები ტუბა ბუიკუსტუნის პირადი ცხოვრებიდან
– ტუბას ძალიან უყვარს ცხოველები და სახლში ხშირად თან მიჰყავს ქუჩიდან აყვანილი კატები, ძაღლები და სხვა ნებისმიერი ცხოველი, რომელსაც დახმარება სჭირდება.
– მსახიობი სამედიცინო ცენეტრთან ახლოს ცხოვრობს და პაციენტები ხშირად შეცდომით რეკავენ მისი სახლის კარზე.
– მზრუნველი დედა ხანდახან ქალიშვილებს თავად უკერავს სამოსს. ის ამასს თავის ჰობად მიიჩნევს.
– ტუბამ შვილებისთვის სამშობლოს დატოვება და საფრანგეთში გადასახლება გადაწყვიტა. მისი აზრით იქ გოგონებს მეტი პერსპექტივა ექნებათ.
– შვილების გაჩენა ტუბას გარეგნებაზე უარყოფითად არ ასახულა და დღემდე აგრძელებს საკმაოდ თამამ ფოტოსესიებში გადაღებას და არც ბიკინით პოზირებას ერიდება.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები