მომღერალ ზურა ხაჩიძისა და “ტიფლისის” მსახიობის ნოე ლომინაძე ვინცელის ვიზუალურმა მსგავსებამ კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება. “ქუჩის ბიჭების” მომღერალს ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქში დადიოდა მისი მსგავსი ადამიანი, თუმცა მათ ერთმანეთი მხოლოდ ათი წლის შემდეგ გაიცნეს.
TVFree ზურა ხაჩიძეს და ნოე ლომინაძეს დაუკავშირდა. მსახიობიც და მომღერალიც მათ შორის არსებულ მსგავსებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოხარულები არიან, ერთმანეთის გაცნობით.
ზურა ხაჩიძე: ახლახანს გავიცანით ერთმანეთი და რა თქმა უნდა, გარეგნული მსგავსება არის ჩვენს შორის. მოხარული ვარ, ასეთი ნიჭიერი და პოზიტიური ადამიანის გაცნობით. მაშინ, როცა “ქუჩის ბიჭები” პოპულარულები იყვნენ, სულ მესმოდა, რომ ორეული მყავდა. რომელიღაც ჟურნალში ვნახე მისი ფოტო და მართლაც ძალიან დიდი მსგავსება იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ვერ გავიცანი. ნოე ძალიან კარგი ადამიანია და ასევე, ძალიან ნიჭიერი მსახიობი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მეგობრობას.
ნოე ლომინაძე ვინცელი: ძალიან მოხარული ვარ ამ ადამიანის გაცნობით, დიდიხნის წინ მქონდა ამის სურვილი, ყოველთვის პატივს ვცემდი ზურას. მისი წყალობით ჩვეულებრივმა ადამიანმა გამოვცადე, რა იყო პოპულარობა, მაგალითად ერთხელ ბებიაჩემმა დამირეკა და მითხრა – “როდის დაიწყე ბებია ტელევიზორში სიმღერაო.” უამრავი კურიოზი და ისტორია მახსენდება ამ მსგავსების გამო. ზურა ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია, როგორც იქნა გავიცანით ერთმანეთი და ამის შემდეგ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება.
ნათია მელქაძე
წყარო: http://tvfree.ge