კოლუმბიელმა ფერმერმა პაბლო ესკობარის დამარხული 600 მილიონი დოლარი იპოვნა

ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში კოკაინის ინდუსტრიას 85 მილიარდი დოლარის ბრუნვა აქვს. კოკაინის მწარმოებელთათვის ფულის შენახვა მძიმე თავსატეხია – ბანკში კრიმინალური ისტორიის გამო ვერ შეიტანენ, ამიტომ მათი გადამალვა უწევთ. ყველაზე წარმატებული კოკაინის მწარმოებელი, პაბლო ესკობარი ფულს ავეჯში, იატაკქვეშ და სხვა ადგილებში ინახავდა.
მან მილიარდობით დოლარი კოლუმბიის მიწებში ჩამარხა. 65 წლის კოლუმბიელმა ხოსე მარიენა კარტოლოსმა კოლუმბიის სახელმწიფოსგან 3000 დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო, რომ ზეთისხილის პლანტაცია გაეშენებინა. მიწის დამუშვების დროს კარტოლოსი დიდ, ლურჯ კონტეინერებს წააწყდა, რომელშიც 600 000 000 დოლარი აღმოჩნდა ჩალაგებული. წინასწარი ცნობით, ნაპოვნი 600 მილიონი პაბლო ესკობარის 30 მილიარდიანი ქონების ნაწილი გახლდათ.
სამწუხაროდ, კარტოლოსი ფულს ვერ დაიტოვებს. ფულს კოლუმბიის სახელმწიფო გამოიყენებს სოციალური და ეკონომიკური პროგრამების განსახორციელებლად.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები