მადრიდის “რეალის” ფორვარდს „ოქროს ბუცი“ გადასცეს. კრიშტიანო რონალდო ჯილდოს მფლობელი მეოთხედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მადრიდის რეალის თავდამსხმელმა “ლა ლიგის“ გასულ სეზონში 48 გოლის გატანა მოახერხა. ესპანეთის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატში კი, რონალდოს 5 გოლი აქვს გატანილი.
“მინდა ყველას მადლობა გადავუხადო – პორტუგალიის ელჩს, მენეჯერს, გუნდის პრეზიდენტსა და გულშემატკივრებს, ასევე ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ამ ჯილდოს მოგებაში დამეხმარნენ. ოქროს ბუცის კვლავ მოგება, ჩემთვის უდიდესი პატივია, ” – განაცხადა რონალდომ.
ჯილდო რონალდოსთვის კარიერაში მეოთხეა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
https://www.youtube.com/watch?v=RRQJFR-WctI