გთავაზობთ ცივილიზაციას მოწყვეტილ 20 ულამაზეს ადგილს, სადაც შეგიძლიათ სუსხიან ზამთარს თავი აარიდოთ.
ნახევარმთვარის ტბა, ჩინეთი
ოაზისი „ნახევარმთვარის ტბა“ ჩინეთში, ქალაქ დიუნჰუანის მახლობლად მდებარეობს. გობის უდაბნო, სადაც ცინის დინასტიის დროს „დიდებული აბრეშუმის“ გზა გადიოდა, სიმშვიდის მომცემი მხარეა.
მასკა, ტენერიფეს, კანარის კუნძული
მასკა მშვენიერი ტენერიფეს კუნძულის მარგალიტია. ამ სოფელში ტენიოს მთები არსებობს, რომელზე ასვლისთვისაც სამი საათი დაგჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილზე ბევრი არ მოგზაურობს.
არქიპელაგი ტოგიანი
ინდონეზიაში, ტომინის ყურეში 56 კუნძულია მიმოფანტული, რომლებიც ტოგიანის არქიპელაგს შეადგენენ. მათზე 37 პატარა სოფელია განლაგებული, ერთ-ერთ სოფელში ბაჯოს („ზღვის ციგნები“) ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ.
სპიტის ხეობა, ინდოეთი
სპიტის ხეობა ჰიმალაებში მაღლა მდებარეობს. მისი სიშორის გამო ეს ინდოეთის ნაკლებად დასახლებულ პუნქტად ითვლება. ამ ბუდიზმის კულტურულ ცენტრში მსოფლიოში უძველესი ტაძრები დგას.
კაპაა, ჰავაი
კაპაა ათობით მასიური კლდის მიღმა მიმალულ სანაპიროებს ჰქვია. საინტერესოა, ამ ადგილების აღმოჩენა.
კალავაო, აშშ
კალავაო აშშ-ში მოსახლეობის მცირე რაოდენობით მეორე ადგილზეა. იქ 100 ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორიის დიდ ადგილს „კალოპაპას“ პარკი იკავებს. ამ დაუსახლებელ ადგილას ადრე დაავადებულ ადამიანებს აგზავნიდნენ.
შონდონგი , ვიეტნამი
თუ გსურთ გაექცეთ ადამიანებს, შონდონგში შეგიძლიათ გაემგზავროთ. ეს ყველაზე დიდი უდაბნოა მსოფლიოში (სიგრძე – 5 კილომეტრი, სიმაღლე – 200 მეტრი, სიგანე – 150მ. სტალაგმიტი -დაახლოებით 60მ-ის სიმაღლეზეა).
ფილიკუდის კუნძული, იტალია
ფილიკუდი ხმელთაშუა ზღვაში პატარა შორეული კუნძულია, ის სიცილიის სანაპიროდან დაახლოებით 48 კმ-ზე მდებარეობს.
ელ – ჰაჯერა, იემენი
ელ – ჰაჯერა ხარაზის მთებში (იემენი), კლდეზე მდებარე სოფელია. XII საუკუნეში აქ ციტადელი ააშენეს, დღეს კი მშვენიერი ქალაქია, სადაც მხოლოდ მამაცები ადიან.
ელ ნიდო, ფილიპინები
ელ ნადო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია დედამიწაზე. ის პალავანის კუნძულზე, ფილიპინებში მდებარეობს უაკაჩინა, პერუ
უაკაჩინა პისკოში (პერუ) განთქმულია, როგორც „ამერიკის ოაზისი“. ლეგენდის თანახმად, ლაგუნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ულამაზეს პრინცესას ბანაობისას მონადირემ შეუსწრო, მაშინ გოგონა გაიქცა და დატოვა წყლით სავსე რეზერვუარი.
პაღა, ნუსა ტენგარა, ინდონეზია
ჯუნგლებში დამალულა უცნაური სოფელი პაღა ნუსა ტენგარაში (ინდონეზია). მისი თეთრი ქვიშის სანაპიროები ქალაქის ხმარისგან მაქსიმალურად მოწყვეტილია.
სანაპირო მარიეტა, მექსიკა
1900 წელს მექსიკის მთავრობამ მარიეტას სანაპიროზე, პუეტრო-ვალიარტაში იარაღი გამოცადა. აფეთქების შედეგად ეს ულამაზესი სანაპირო გაჩნდა. იქამდე მისვლა მხოლოდ 15 – მეტრიანი გვირაბის გადაცურვით არის შესაძლებელი.
მორრო-დე-სან-პაულუ, ბრაზილია
მორრო-დე-სან-პაულუ ბრაზილიის წყნარი სოფელია, სადაც მხოლოდ ნავით თუ მიხვალთ, რადგან ავტომობილით იქ მისვლა დაუშვებელია. სოფელი ჯუნგლით დაფარულ სამ ბორცვზე დგას, იქ, სადაც დე ტაპეროა ცისფერ ატლანტიკურ ოკეანეს ხვდება.
ობერონის ტბა, ტასმანია, ავსტრალია
ტასმანიის სანაპიროზე, სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაციონალური პარკის ტროპიკული ბუჩქების სიღრმეში ულამაზესი ტბა ობერონი იმალება. მის გარშემო კლდეებია.
ამედიას სოფელი, ქურთისტანი
ამედიას (ელ- ამედია) ფერადი სახლები ზღვის დონიდან 1220 მეტრზე უზარმაზარ პლატოზე მდებარეობს. გაჩერება იქ მხოლოდ საცხოვრებელ სახლში არის შესაძლებელი, ამ სოფლის მკვიდრნი ამაყობენ, რომ სასტუმროები არ აქვთ.
ბადინ-ჯარანის უდაბნო, ჩინეთი
ბადინ-ჯარანის უდაბნოში (განსიუს სოფელი, შიდა მონღოლეთის ოლქი, ჩინეთი) მსოფლიოში ყველაზე დიდი მიწის დიუნებია (490მ). როდესაც ჩახვალთ, არ დაგავიწყდეთ დაათვალიეროთ მონასტერი და შეუდარებელი სილამაზის ტბა.
კარიმუნჯავა, ინდონეზია
კარიმუნჯავა – იავის ზღვის 27 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი, ცივილიზაციისგან 80კმ-ზე მდებარეობს. აქედან ხუთი კუნძული დასახლებულია პატარა სოფლებით, დანარჩენები კი ბუნების პარკებია, რომელთა გამოკვლევა ნავით საკმაოდ საინტერესოა.
წმინდა სტეპანოსის მონასტერი, ირანი
წმინდა სტეპანოსისი სომხური მონასტერი ქალაქ ჯილფასგან 16 კმ-ში მდებარეობს. ის IX საუკუნეში აშენდა, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა
ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ
Halona Cove Beach – ჰონოლულუში ნაკლებად ცნობილი სანაპირო არის. ეს ყველაზე წყნარი და მყუდრო სანაპიროა.