ჰოლივუდის მსახიობი ჯიმ ქერი პატარა ირლანდიულ სოფელში, ყოფილი შეყვარებულის კატრიონა უაითის დაკრძალვას დაესწრო. მსახიობმა შეყვარებული გოგონა უკანასკნელ გზაზე გააცილა და მისი კუბო სასაფლაომდე ხელით მიიტანა.
კატრინა უაითმა თავი მსახიობთან დაშორებიდან მეხუთე დღეს მოიკლა. 28 წლის გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მას სახლში სტუმრად ეწვივნენ. როგორც ლოს-ანჯელესის პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, სიკვდილი დიდი დოზით სამკურნალო მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია. გოგონას ცხედართან წალმების მიმოფანტული აბები ეყარა. პოლიციის განცხადებით, სიკვდილის წინ მან ჯიმ ქერისთვის წერილი დატოვა, თუმცა გზავნილის შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება.
ჰოლივუდის მსახიობმა და გრიმიორად მომუშავე გოგონამ ერთმანეთი 3 წლის წინ, გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. რომანი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა შემდეგ, ქერიმ გოგონა მიატოვა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე წყვილმა ურთიერთობები კვლავ აღადგინა, მაგრამ 24 სექტემბერს მათ შორის ყველაფერი დასრულდა. სწორედ ამ დღეს კატრინამ საკუთარ მიკრობლოგზე Twitter-ში დაწერა: „იმედი მაქვს, რომ კარგად ვექცეოდი ჩემს ახლობლებს“.
ყოფილი შეყვარებულის გარდაცვალების შესახებ მსახიობმა წერილი გაავრცელა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
„ის კეთილი იყო და ნაზი, ნამდვილი ირლანდიური ყვავილი, დედამიწაზე ცხოვრებისთვის ზედმეტად მგრძნობიარე. მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეყვარებული ყოფილიყო და ისიც ყვარებოდათ. ჩემი ფიქრები ახლა მის ოჯახთან და იმ ადამიანებთან არის, ვისაც კეტრიონა უყვარდა. ყველა ჩვენგანისთვის ეს დიდი დარტყმა იყო,“ – დაწერა ჯიმ ქერიმ.
https://www.youtube.com/watch?v=bREVMYeqyoU&feature=youtu.be