ლესბოსელი მღვდელთმსახური ეკლესიებიდან ჯვრების ჩამოხსნის ინიციატივით გამოდის

შვედი ლესბოსელი მღვდელთმსახური ევა ბრუნე ქრისტიანული ტაძრებიდან ჯვრების ჩამოხსნის ინიციატივით გამოდის, რათა მუსულმანების გრძნობების შეურაცხყოფა არ მოხდეს. გარდა ამისა, ბრუნ ქრისტიანულ ტაძრებში მუსულმანებისთვის სპეციალური ოთახების გახსნის ინიციატივით გამოდის. ეს მღვდელთმსახური ევანგელისტურ – ლუთერანულ ეკლესიაში მოღვაწეობს.

კერძოდ, ბრუნეს აზრით, აუცილებელია ეკლესიიდან ყველა ჯვრის ჩამოხსნა ე.წ. მეზღვაურების ეკლესიიდან, რომელიც სტოკჰოლმში, პორტთან ახლოს მდებარეობს. ის ამბობს, რომ საჭიროა ტაძრის მოწყობა ისე, რომ იქ ნებისმიერი რელიგიის ადამიანებმა ილოცონ, ვინც შვედეთის დედაქალაქის პორტში ჩამოდის.

ამასთანავე. ევა ბრუნეს ინიციატივას მღვდელთმსახურების დიდი ნაწილი არ იზიარებს. სტოკჰოლმის მეზღვაურების ეკლესიაში ამბობენ, რომ იქ, მართლაც, მიდიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები და მათ ხელს არავინ უშლის, მაგრამ ამის გამო ჯვრების ჩამოხსნას არავინ აპირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები