12 ოქტომბრიდან ტელეკომპანია „იმედი“ და რამდენიმე ქართული არხი გაითიშება. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დასრულება გახდა.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტექნიკური ცვლილებების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს და სატელევიზიო სიგნალის შეფერხების შემთხვევაში მოქალაქეებს „ცხელ ხაზზე“ დარეკვას ურჩევს (205 12 12 ).