ვერავის წარმოედგინა, რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში დაბადებული ოთხი ბიჭუნა მსოფლიოს ოდნავ უკეთესობისკენ შეცვლიდა. დღეს ჯგუფ „ბითლზის“ შესახებ ალბათ ყველას სმენია.
ლეგენდარული ჯგუფის დამაარსებელს, მეამბოხესა და პაციფისტს ჯონ ლენონს 75 წელი შეუსრულდებოდა. დღეს ლივერპულში მიუზიკლს დადგამენ სახელწოდებით: „Let it be“.
ერთ-ერთ ინტერვიუში ლენონმა თქვა: “ქრისტიანობა წავა. ის გაქრება. არ არის საჭირო დავა; მე მართალი ვარ და მომავალი ამას დაამტკიცებს. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო; მე ვიცი, რა უფრო მალე გაქრება: როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა. იესო იყო არაფერი, მაგრამ მისი მიმდევრები სულელები და უღიმღამოები არიან. და სწორედ მათი მანკიერება ღუპავს ქრისტიანობას ჩემში.”
2 დღის წინ მუსიკოსის საპატივცემულოდ, ნიუ-იორკში 2000-მდე ადამიანი პაციფისტური სიმბოლოს ქვეშ გაერთიანდა.
1960 წელს ლივერპულში შექმნილმა ჯგუფმა „ბითლზმა“ მხოლოდ ათი წელი იარსება. ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი ცნობილი გახდა, „ბითლზის“ მუსიკაში, კრიტიკოსების მიერ აღიარებულ ყველა დროის წარმატებული ჯგუფის წევრად.
1980 წელს, ნიუ-იორკში ლენონი მისმა ფანატმა მოკლა.
სხვა სიახლეები