როგორ იხსენებს დუტასთან სექსუალურ სცენას რუსთაველი ანჯელინა : ”ქორწილის დღეს სხვასთან ვღალატობ”

”ჯიდიესზე” სერიალ მზარეულებში  დუტა სხირტლაძის და ნატალი მაჩიტიძისსასიყვარულო სცენები ვიხილეთ. სერიალში დუტას მილიონერის როლი აქვს და ნატალის გმირი ცდილობს, ხელში ჩაიგდოს. ნატალის გმირი ჯადოსნური სასმელით ახერხებს, რომ დუტას თავდავიწყებით შეუყვარდეს.

ნატალი მაჩიტიძე მაყურებელს რეალითი შოუ ”მდიდრებიდან და ღარიბებიდან” ახსოვს. მოგვიანებით ისე ”იმედზე” სერიალ ”ფსიქოპატთა თამაშებში” ვიხილეთ. მან რამდენჯერმე კარგ შემოთავაზე უარი თქვა, რადგან სასიყვარულო სცნებში უნდა ეთამაშა.
ამჯერად კი გადამღებმა ჯგუფმა მისი დათანხმება მოახერხა.

– ნატალი, როგორ აღმოჩნდი ”მზარეულებში”? გაუჭირდათ შენი დათანხმება? შენ ხომ  დუტასთან სასიყვარულო სცენები უნდა გეთამაშა. ბევრი იფიქრე, სანამ ამ როლს დათანხმდებოდი?
– არანაირ ლოგინის სცენებზე თავიდან საუბარი არყოფილა. დამირეკეს ”ჯიდიესიდან” და მითხრეს, ქასთინგზე მივსულიყავი. ბათუმელი გოგოს აქცენტით უნდა მეთქვა რაღაც, რასაც თავი კარგად გავართვი. ჯერ ლოგინის სცენები აჩვენეს, თუმცა მანამდე სხვა სცენები გადავიღეთ. კომედიაა და არაფერი ყოფილა ვულგარულად გადაღებული.

ძალიან ბევრ შემოთავაზებაზე მაქვს ასეთი სცენების გამო უარი ნათქვამი. მაგრამ იმედენად კარგი გადამღები ჯგუფია, ყველაფერი არაჩვეულებრივად ამიხსნეს. დუტაზე საუბარი აღარ მაქვს, ის არაჩვეულებრივი პარტნიორია.  ამ კონკრეტულ სცენაზე ჩემი დათანხმება გაუჭირდათ. სულ არა, არას ვამბობდი. მაგრამ ისე ამიხსნეს ყველაფერი, რომ ბოლოს დავთანხმდი.

– და ხომ არ ბრაზობ, სერიალში ჯერ სასიყვარულო  სცენები რომ გავიდა?
– გამაფრთხილეს და მითხრეს, რომ ასე იქნებოდა. შრომა იყო ჩადებული და უარს ვეღარ ვიტყოდი. თუმცა მეგონა, რომ ჯერ მანამდე გადაღებული სცენები გავიდოდა. არ მერგო არასდროს ბედი, რომ დადებითი გმირი მეთამაშა. ყოველთვის ჩემგან განსხვავებული გმირები მხვდებიან.

– ბევრი დუბლი დაგჭირდა ამ სცენის გადაღებას?
– ბევრი დუბლი არ დაგვჭირვებია. უბრალოდ ფსიქოლოგიურად გამიჭირდა ასეთი სცენის თამაში. ერთი დუბლით გადავიღეთ. მეამაყება, რომ თითქმის ყველა სცენა ერთი დუბლით გადავიღეთ.

– ახლობლებმა რა გითხრეს, სერიალის ნახვის შემდეგ. მოეწონათ როგორც გაართვი თავი დუტასთან თამაშს.
– მოეწონათ, არ ელოდნენ ჩემგან ასეთ როლში თუ ვითამაშებდი.

– შენ თავად რას იტყვი? კრიტიკულად უყურებ საკუთარ თამაშს?
– ფორსმაჟორში გადაღებული სცენებია და ნორმალური იყო. თუმცა არ მინდა, ბევრჯერ მიხილონ მსგავს სცენებში. რაღა დაგიმალოთ და სხვა როლებში თამაში მირჩევნია.
კრიტიკულად ვუყურებ ჩემს თავს. ასე თუ არ მოხდა, ვერ გაიზრდები.

– შენ ხშირად რუსთაველ ანჯელინას გეძახიან და ახლა დარწმუნებული ვარ, ბევრი აღნიშნავს, რომ სექსუალირი გოგონა ხარ. ამ ტიტულის ტარების ხომ არ გეშინია?
– არ მეშინია, ეს ბევრს აღუნიშნავს და ამაში ცუდი არაფერია. არ მინდა იფიქრონ, რომ თავში მაქვს ავარდნილი, არ მიყვარს საკუთარ თავზე გადაჭარბებული საუბარი.

– შეგიძლია, გაგვიმხილო, რამდენ ხანს გასტანს შენი და დუტას ”სიყვარული”?
– უარყოფითი პერსონაჟი ვარ და ქორწილის დღეს ვღალატობ სხვასთან. ბოლოს მივდივარ, საიდანაც მოვედი და არ ვიცი, შემდეგ სეზონში დამაბრუნებენ თუ არა.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები