THE TELEGRAP-მა მცხეთა და ქუთაისი  ევროპის უძველეს ქალაქებს შორის დაასახელა (ფოტოკოლაჟი)

 გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ THE TELEGRAPH ევროპის უძველესი ქალაქების სია გამოქვეყნა. სხვადასხვა ქვეყნის 16 ქალაქს შორის, სიაში საქართველოს სატახტო  დედაქალაქები მცხეთა და ქუთაისიც  მოხვდა.

გამოცემამ ქუთაისს ჩამონათვალში მე-8 ადგილი მიაკუთვნა. ავტორი წერს, რომ ქუთაისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარე კოლხეთის სამეფოს უძველესი დედაქალაქი იყო. ქალაქი შუა საუკუნეებში მუდმივ ბრძოლის საგანს წარმოადგენდა ქართველ მეფეებსა და რუსეთისა თუ თურქეთის მმართველებს შორის. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი ის საქართველოს ინდუსტრიულ ცენტრად ჩამოყალიბდა. THE TELEGRAP აღნიშნავს რომ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი 16.000 არტეფაქტს შეიცავს, რომლებთანაც საქართველოს ისტორია და კულტურაა დაკავშირებულია. კიდევ უფრო საინტერესოა ქალაქში მდებარე საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი. ბაგრატის ტაძარი კი, რომელიც 2012 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ იუნესკოს წინააღმდეგობის მიუხედავად აღადგინა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ამის მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციამ განმარტა, რომ ისტორიული ძეგლის რესტავრაცია, ძეგლის მთლიანობასა და ნამდვილობას ძირს უთხრის.

უძველესი ევროპული ქალაქების სიაში ბრიტანულმა გამოცემამ ქალაქი მცხეთაც შეიტანა. სტატიაში ნათქვამია, რომ გეოგრაფიულად საქართველოს ევროპულ კონტინენტზე განთავსება საკმაოდ საკამათო საკითხია, მაგრამ პოლიტიკურ რუკაზე ევროპის კონტინენტის საზღვარი მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ საზღვარზე გადის, ასე რომ საქართველო თამამად შეიძლება განიხილებოდეს როგორც ევროპული სახელმწიფო. გამოცემა აღნიშნავს, რომ მცხეთა დაახლოებით 3000 წლის წინ დაარსდა და ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც ძველმა ქართველებმა ქვეყნის ძირითადი რელიგია – ქრისტიანობა პირველად მიიღეს. ავტორი ამბობს, რომ ქალაქი მცხეთა ისტორიული ძეგლებით, მათ შორის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრით, სამთავროსა და ჯვრის მონასტერით, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ეს ძეგლებია თვალსაჩინო  მაგალითი, შუა საუკუნეების რელიგიური არქიტექტურის კავკასიაში.

მცხეთა THE TELEGRAP-ის სიაში მე-14 ადგილს იკავებს. მას მოსდევს ხორვატიის ქალაქი ზადარი, ბოლო ადგილზე კი სომხეთის დედაქალაქი ერევანია. ევროპის უძველესი ქალაქების სიის სათავეში ბერძნული ქალაქი არგოსი (7 ათასი წლის) მოხვდა. პირველ ხუთეულში ასევე შედიან: საბერძნეთის დედაქალაქი ათენი, ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი, კუნძული კრეტას ქალაქი ხანია და ბერძნული ქალაქი პეტრა.

1. არგოსი – საბერძნეთი  (7 000 წელი)

1

2. ათენი – საბერძნეთი (5 000 წელი)

2

3. პლოვდივი – ბულგარეთი (4 000 წელი)

3

4. ხანია – კუნძული კრეტა (4 000 წელი)

4

5. პეტრა – საბერძნეთი (3,500 წელი

5

6. თრიკალა – საბერძნეთი (3 000 წელი)

6

7. თებესი – საბერძნეთი (3 000 წელი)

7

8. ქუთაისი – საქართველო (2 000 წელი)

8

9. ლარნაკა – კვიპროსი (1,300 წელი)

9

10. ჰალკისი – საბერძნეთი (1,300 წელი)

10

11. ლისაბონი – პორტუგალია (1,200 წელი)

11

12. მიტილინი – საბერძნეთი, კუნძული ლესბოსი (1,100 წელი)

12

13. კადისი – ესპანეთი (1,100 წელი)

13

14. მცხეთა – საქართველო (1,000 წელი)

14

15. ზადარი – ხორვატია (900 წელი)

15

16. ერევანი – სომხეთი (782 წელი)

16

კომენტარები

სხვა სიახლეები