არის თუ არა პოლ უოკერის სიკვდილის მიზეზი სპორტული „პორშე“? – მსახიობის შვილი ავტოკონცერნს სასამართლოში უჩივის (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

17 წლის მიდოუ უოკერი მამის ავტოკატასტროფაში გარდაცვალებას 2005 წელს გამოშვებულ „პორშე“ Carrera GT-ს აბრალებს. გოგონა ავტოკონცერნს უჩივის, კომპანიის წინააღმდეგ მან სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

მსახიობის  შვილი ამბობს, რომ PORSCHE Carrera GT-ს მოდელი არასტაბილურია , კონტროლის მარეგულირებელი საკითხები კი გაუმართავი. სარჩელში ნათქვამია, რომ მანქანას დამცავი ღვედები არასწორად ჰქონდა შემუშავებული. 17 წლის მიდოუ უოკერის განმარტებით, ჩაკეტილი ღვედების გამო მსახიობი ავარიისას მიჯაჭვული აღმოჩნდა და ნეკნებისა და მენჯის დაზიანებები მიიღო და სანამ გათავისუფლება შეძლო, მანქანა სწრაფად, წუთსა და ოც წამში დაიწვა.

ბრალდებებს უკვე გამოეხმაურნენ „პორშედან“. ავტოკონცერნში განმარტავენ, რომ მანქანას დეფექტები არ ჰქონია.

ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი 2013 წლის ნოემბერში, ლოს ანჯელესში მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა. „პორშე კარერას“ მისი მეგობარი როჯერ როდასი მართავდა, რომელიც უოკერის მსგავსად ავარიისას დაიღუპა. მსახიობი 40 წლის ასაკში დაიღუპა, მას არაერთი როლი აქვს შესრულებული ექსტრემალური ავტომრბოლელის ამპლუაში.

https://www.youtube.com/watch?v=zuqUJSPN97Q&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=EP-ysNwXFWM&feature=youtu.be

1

2

3

4

5

კომენტარები

სხვა სიახლეები