84 წლის რუსი მსახიობი ივან კრასკო, თავის ყოფილ სტუდენტზე, 24 წლის გოგონაზე დაქორწინდა. მოხუცმა მსახიობმა განაცხადა, რომ ოჯახის შემქნა მასზე 60 წლით უმცროს ქალთან სურდა. წყვილმა ერთმანეთი სანქ-პეტერბურგის ჰუმანიტარული განათლების ინსტიტუტში გაიცნეს. საბჭოთა კავშირის ეპოქის ფილმების მსახიობი იქ ლექციებს კითხულობდა, გოგონა კი მისი სტუდენტი იყო. გოგონა კრასკოს გვარზე ჯერ კიდევ დაქორწინებამდე გადავიდა. ახლა უკვე ისინი შვილის გაჩენასაც გეგმავენ.
დაქორწინებამდე მსახიობი აცხადებდა, რომ მას გოგონასთან ინტიმური კავშირი არ ჰქონდა, რადგან ნატალიასთვის ასეთი კავშირი მხოლოდ ქორწილის შემდეგ იყო მისაღები. ხელი გოგონას მან პეტერბურგის მეტროში მუხლმოდრეკილმა სთხოვა და ალმასის ბეჭედი გაუწოდა.
როგორც ცნობილია, ქორწილი წყვილმა სანქტ-პეტერბურგში გადაიხადა და ცერემონიას მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. 84 წლის მსახიობისთვის ეს უკვე მესამე ქორწინებაა. თანაცხოვრებას ისინი მოსკოვის ცენტრში აპირებენ. კრასკო, რომელიც ორ კვირაში 85-ის გახდება ამბობს, რომ მისი პლატონური სიყვარული ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გაჰყვა ასაკით მასთან შედარებით ძალიან პატარა გოგონა ცოლად მხოლოდ კარიერის გაკეთების მიზნით, კრასკომ ეს მოსაზრება უარყო და აღნიშნა, რომ ამჟამად ის უმუშევარია.
სხვა სიახლეები