დაპირისპირება „ვოისის“ გადაღებაზე – „ნოდიკომ ანრის სახეში მუშტი დაარტყა“ (ფოტოკოლაჟი)

გთავაზობთ ნაწყვეტს „ვოისის“ აღმასრულებელ პროდიუსერთან, გვანცა კილასონიასთან, რომელიც „პრაიმ ტაიმში“ დაიბეჭდა.

გვანცა კილასონია:

– რომოს დიდი ნაწილი გადაღებულია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ახლა მიმდინარეობს მონტაჟი და ცალკეული დეტალების დამატება.
– ბათუმში მწვრთნელებს კამათი მოსვლიათ…
– თქვენამდეც მოაღწია ნოდიკოსა და ანრის ამბავმა? გადაღების პროცესში იყო პატარა ექსცესი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არსებობს კადრი, რომლიდანაც ჩანს, რომ მათ შორის შელაპარაკება იყო. ნოდიკომ მუშტი გაუქანა ანრის სახეში.
– მართლა იკამათეს თუ ეს პრომოსთვის გაკეთდა?
– პრომოსთვის, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი პრომო გამოვა, დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჰიტი ინტერნეტმომხმარებლისთვის. პრომოში არის ბრძოლა ხმისთვის. ერთი კონკრეტული ხმა ესმის მწვრთნელებს და უნდათ ამ ხმას პირველებმა მიუსწრონ. ამ ბრძოლაში ერთმანეთს საშინელებებს უკეთებენ. უწევთ ერთმანეთის დარტყმაც, გალახვაც, დაჭერაც, გადაგდებაც, სალტოების გაკეთებაც. სწორედ ამ გადაღების დროს ნოდიკომ ვერ მოზომა და ანრის მთელი ძალით გაარტყა მუშტი სახეში. გაჩერდა გადაღება, ანრის ყინულები დავადეთ.
ფოტო: გიორგი ცაავა
წყარო: პრაიმ ტაიმი

11982585_1200511703308623_997346885_o (1)11990305_1200511053308688_1222941630_o (1)11993935_1200511723308621_939645740_o (1)

კომენტარები

სხვა სიახლეები