ფარშირებული პამიდორი

ინგრედიენტები: საშუალო ზომის პამიდორი – 6-7 ცალი, ფარში – 300 გრ, სოკო – 300 გრ, ხახვი – 150 გრ, ყველი – 100 გრ, მარილი, წიწაკა, ზეთი. მოსართავად: ბარდა, მწვანილი.
მომზადების წესი: ხახვი და სოკო წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ. შემდეგ ფარში დავუმატოთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და ცეცხლზე 15-20 წუთით დავტოვოთ. ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. პამიდორს თავი მოვაჭრათ. ჩაის კოვზით რბილობი ამოვაცალოთ და ფარშით ამოვავსოთ. ყველი მოვაყაროთ და ბოლოს ბარდითა და მწვანილით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები