მომღერალი კახა კუხიანიძე ახალი კლიპის პრემიერისთვის ემზადება. სიმღერა სახელწოდებით “ამ გულს” ტელეეკრანზე სექტემბერში გამოჩნდება. სიმღერაც და ვიდეორგოლიც, როგორც მომღერალი თავად ამბობს, მელანქოლიური ხასიათისაა.
“კლიპი საკმაოდ ლამაზი გამოვიდა. მისი შინაარსიც თავიდან ბოლომდე სიყვარულის ამბავზეა აგებული. ვიდეოს ძირითადი აზრი და სლოგანი კი ისაა, რომ დაშორება გვაძლევს მიზეზს, საყვარელი ადამიანი უფრო ძლიერ გვიყვარდეს. აი ასეთ სიყვარულზეა სიმღერა. კლიპის სიუჟეტიც ძალიან რომანტიკულია”,- აცხადებს მომღერალი “კვირა პლუსთან”.
ახალი სიმღერის ავტორი ნათია ბუცხრიკიძეა, ტექსტი კი ნანა ცინცაძემ დაწერა. კლიპი რეჟისორმა მარიკა ქურაძემ გადაიღო და ამაში დახმარება, როგორც კახა კუხიანიძე ამბობს, მას მეგობრებმა გაუწიეს. ვიდეორგოლში მომღერალს პარტნიორობას მარიამ მდივანი უწევს.
“მიხარია, რომ დიდი ხნის შემდეგ კარიერაში სიახლე მაქვს. მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ამ სიმღერაზე და კლიპზე იმუშავა. გპირდებით, რომ მსგავსი სიურპრიზებით უფრო აქტიური ვიქნები”, – ამბობს მომღერალი “კვირა პლუსთან” საუბრისას.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=olok5hTq9yw&feature=youtu.be&app=desktop[/youtube]