10 საბჭოთა ავტომობილი,რომელიც ფაქტიურად არავის უნახავს

1-АЗЛК-2144 «Истра» (1988)-ამ ავტომობილმა დროს გაუსწრო, თუმცა დამზადდა მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი.დიურალუმინის ძარა ცენტრალური ხარიხის გარეშე, ფართო გვერდითა კარები, რომელიც ვერტიკალურად იღებოდა.უნიკალური ავტომატური ტრანსმისიით.image

2-ВАЗ-2106 «ტურისტი» (1976)-ეს ავტომობილიც ერთადერთი ეგზემპლიარი დამზადდა 06-ის ბაზაზე, რომელიც ტურისტებისთვის იყო გათვალისწინებული.პიკაპს დატანებული ჰქონდა კარავი, რომელიც სურვილისამებრ იშლებოდა და იკეცებოდა.ჩვეულებრივი 06-ისგან განსხვავებით “ტურისტს” წინა ხიდი ჰქონდა გამწევი.

თუმცა მალევე ქარხნის დირექციამ უარი თქვა “ტურისტის” მასიურ წარმოებაზე.

image

3-МАЗ 2000-“პერესტროიკა”(1988)-პირველი საბჭოთა მაგისტრალური სატვირთო შორეული რეისებისთვის.ნებისმიერი “პასიური” მისაბმელი შეგეძლოთ ჩაგეხსნათ და შეგეცვალათ სხვით, ანუ შესაძლებელი იყო ავტომატარებლის სიგრძის და ტვირთგამწეობის საჭიროებისამებრ რეგულირება.

1988 წლის შემოდგომაზე საბჭოთა ავტომატარებელმა მაღალი შეფასება მიიღო პარიზის ავტოგამოფენაზე.თუმცა ავტომობილის მასიური წარმოება დასამარდა “პერსტროიკასთან” და საბჭოეთთან ერთად.

image

4-ВАЗ-2103-“უნივესალი”-(1976)-პროტოტიპი 02-ისა, თუმცა 03-ის ბაზაზე.

დამზადდა, სამი ცალი.გათვალისწინებული იყო ძირითადად საზღვარგარეთ ექსპორტისთვის, თუმცა ამ ავტომობილის სერიული წარმოება გადაიფიქრეს.

image

5-ЗИС-სპორტი-(1939)-სპორტული ავტომობილი, რომელიც ახალგაზრდა ინჟინრებმა შექმნეს ЗИС-ის ქარხნის ექსპერიმენტულ საამქროში და მიუძღვნეს კომკავშირის 20 წლის იუბილეს. ავტომობილი მოიწონა სტალინმა და კაგანოვიჩმა, თუმცა მასიური წარმოება მაინც არ შედგა.

image
6-Lada Samara «San Remo» (1990)-80-იანი წლების მოდურ ტალღას კაბრიოლეტებზე, რომელიც დასავლეთში იყო პოპულარული არც ВАЗ-ის ქარხანა ჩემორჩა და შექმნა Lada Samara “San Remo”, -ერთ-ერთი საუკეთესო გვიანდელი საბჭოთა ავტომობილი.თუმცა ნიმუში ნიმუშად დარჩა.

image

7-ВАЗ «Х(1990)-ერთ ერთი ყველაზე იდუმალებით მოსილი ამ ავტოქარხნის პროექტი ფუტურისტული დიზაინით.ავტომობილი 7 ადგილიანი მინივენი უნდა ყოფილიყო.

image

8-Москвич-Г-2-405 (1956)-ალუმინის ძარისგან დამზადებულმა ამ ავტომობილმა 1956 წელს დაამყარა ახალი საბჭოთა რეკორდი სიჩქარეში-223 კმ/სთ-ში.

image

9-ВАЗ-Э2121 “Крокодил”(1971)-“ნივას”ადრეული პროტოტიპი.”ნიანგი”ღია ძარით იყო, წინა და უკანა გამწევი ხიდებით.დამზადდა სულ ორი ეგზემპლიარი, შემდგომ მისი დიზაინი მთლიანად შეიცვალა ВАЗ-2121-ით ანუ “ნივათი”.

image

10-ЗИЛ-4102 (1988)-უკანასკნელი საბჭოთა სამთავრობო ავტომობილი, რომელსაც უნდა შეეცვალა მოძველებული ЗИЛ-41041, პრინციპიალურად ახალი საბჭოთა ლიმუზინი.

“ვოლგაზე” ნახევარი მეტრით გრძელი და ЗИЛ-41041-ზე 500 კილოგრამით ნაკლები იყო.ძარა ძირითადად მინაპლასტიკისგან იყო დამზადებული.

image

 

წყარო: http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები