კიმ და კლოე კარდაშიანები კვლავ ფოტოობიექტივში მოხვდნენ, როდესაც კარიბის ზღვის ერთ-ერთ კურორტზე შავი გრძელი კაბებით ქუჩაში გაისეირნეს. ყველას თვალში მოხვდა კიმ კარდაშიანის ღრმა დეკოლტე და მუცელი – მოგეხსენებათ, კიმი ორსულადაა და ის ბიჭს ელოდება. აღსანიშნავია, რომ კარდაშიანების კიდევ ორი და – კორტნი და კენდელი ასევე კარიბის ზღვის კურორტზე ისვენებენ.