თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სადღესასწაულო ცერემონიის დროს თავზე კაკაბი დააფრინდა. ინციდენტი იმ მეჩეთის გახსნის დროს მოხდა, რომელიც ერდოღანის ინიციატივით აშენდა და რომლის მშენებლობაც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერდოღანი ტრადიციული ცერემონიალის შესრულებას, გალიიდან მტრედების გამოშვების აპირებდა, როდესაც მას თავს კაკაბი დაესხა, ის პრეზიდენტს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავზე დააჯდა.