„ფლეიბოის“ დამფუძნებლის შვილს 24 წლის მსახიობი ცოლად მოჰყავს

მამაკაცების ლეგენდარული ჟურნალის “ფლეიბოის“ დამფუძნებლის შვილმა, 23 წლის კუპერ ჰეფნერმა განაცხადა, რომ მას 24 წლის ბრიტანელი მსახიობი სკარლეტ ბირნი ცოლად მოჰყავს. მსახიობს ნათამაშები აქვს ფილმებში: „ჰარი პოტერი“ და „ვამპირის დღიურები“.
მათი დაახლოების შესახებ ჭორები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კუპერი აშშ-დან ლონდონში ჩავიდა ბირნის ოჯახის გასაცნობად. დიდ ბრიტანეთში ვიზიტიდან ორ დღეში 89 წლის ჰიუ ჰეფნერის შვილმა „ინსტაგრამში“ მომავალ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც იგი საქორწინო ბეჭდის დემონსტრირებას ახდენს.
ახალგაზრდების ქორწილის თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება. „მე ძალიან გამიმართლა – შემიყვარდა ჩემი საუკეთესო მეგობარი“, – ასეთი კომენტარი მიაწერა სკარლეტ ბირნმა ამ სურათს. საქმროს მამამ თავისი მილოცვა „ტვიტერით“ გაავრცელა.

კომენტარები

სხვა სიახლეები